ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით – 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული