შაბათი, აპრილი 20, 2024

“ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ქართული სასამართლო სისტემა საცდელ ობიექტად ვაქციოთ“ – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო მაგალითით მოხდება ცვლილებები, რადგან საქართველოს ექსპერიმენტების დრო არ გააჩნია:

,,ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისთვის. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი სწორება უნდა იყოს, თუკი ცვლილებები საჭირო იქნება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ვიმუშაოთ და განვახორციელოთ ცვლილებები.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და უფლება, რომ ქართული სასამართლო სისტემა, საკანონმდებლო სივრცე საცდელ ობიექტად ვაქციოთ. ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს!

ჩვენ მზად ვართ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე/გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, შევიმუშაოთ შესაბამისი ცვლილებები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული