სამშაბათი, აპრილი 16, 2024

უყურეთ და საკუთარი თვალებით ნახეთ, როგორ იბადება ახალი და საუკეთესო ტვ – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის საეთერო ბადესა და სხვა დეტალებზე საუბრობს:

ცხადია, 9 სექტემბრამდე (ანუ ეთერში პირველად გასვლამდე), არხის ვიდეო და მუსიკალური შეფუთვა დროებითი იქნება. მთავარია, მაყურებლის ინტერესი და მაღალი მოლოდინი დავაკმაყოფილოთ, ეთერში შევიდეთ და შექმნილი გამაყრუებელი საინფორმაციო ვაკუუმი ამოვავსოთ.

აი შემდეგ კი, და ვიმედოვნებ ძალიან მალე, გვექნება არხის ფანტასტიური შეფუთვა Dinoგან და არხის მთელ მუსიკალურ შეფუთვას გააკეთებს ჩემი უსაყვარლესი და გენიალური Nikoloz Rachveli

აი, ასე ფუნდამეტალურად ვიწყებთ და საერთოდ არ ვხუმრობთ 🙂

გვიყურეთ 9 სექტემბრიდან. მთავარ არხზე გპირებით საუკეთესო ნიუსს, საუკეთესო ვიდეოს და საუკეთესო მუსიკა. უყურეთ და საკუთარი თვალებით ნახეთ, როგორ იბადება ახალი და საუკეთესო ტვ.

იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება ❤️✌️

ps და ბოლოს, ესეც თქვენ ახალი მიკროფონი. სანამ შეკვეთა ჩამოვა, დროებითი უნდა აიტანოთ 🙂

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული