ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“კუნთები მართლაც ატროფირებულია, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით, იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ელოდებიან უცხოელი ექსპერტების ჩართულობას, რათა შეიქმნას საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა:

,,კუნთები მართლაც ატროფირებულია, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით, ექიმიც არ არის საჭირო რომ იყო. იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. შემდეგ გამოვლინდა დამატებითი დიაგნოზები. ისედაც საკმარისად ჰქონდა და ახლა კიდევ დაემატა.

ჩამოდიან ექიმები უცხოეთიდან. ვნახოთ, როგორი იქნება მათი დასკვნები. მერე დასკვნებზე დაყრდნობით დაინიშნება პროცესი, იმედია. შემდეგ სასამართლომ უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიული ალასანაიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული