ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაწვავის ყოველ ლიტრზე 15, 20, 25 თეთრი, გადასახადია...

საწვავის ყოველ ლიტრზე 15, 20, 25 თეთრი, გადასახადია ე.წ. “ოცნების ყულაბაში” – პეტრე ცისკარიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს საწვავის მაღალ ფასებთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ლარის კურსი გამყარებულია:

,,ლარის კურსი გამყარდა და 1 დოლარი ჩამოვიდა 2.70 ლარამდე, თუმცა საწვავის ფასი მაინც არ იაფდება. რა არის ამის მიზეზი? ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაიწყო ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში, როდესაც ,,ოცნების“ ხელისუფლებამ გააორმაგა ბენზინზე აქციზის გადასახადი, რომელიც იყო 1 ტონა ბენზინზე 250 ლარი, გახადა 500 ლარი, ხოლო დიზელის საწვავზე 150 ლარიდან 400 ლარამდე.

2012 წელს, როდესაც მათ ხელისუფლება გადაიბარეს ბენზინზე აქციზის გადასახი იყო 2-ჯერ იაფი, ხოლო დიზელზე 2.5-ჯერ.

დღეს, მაგალითად, დიზელის ფასი, როდესაც ფიქსირდება 4.30 ლარი დაახლოებით – აქ ჩადებული არის 50%-მდე მარჟა. სინამდვილეში ის უნდა იყოს, ნორმალურად რომ მუშაობდეს და კარტერული შეთანხმება არ ჰქონდეთ კოორდინირებულად ხელისუფლებასთან ერთად ამ ბიზნესებს და კონკრეტულ კომპანიებს, ამ შემთხვევაში დიზელის საწვავი უნდა იყოს დაახლოებით 70-75 თეთრით იაფი ანუ 3.50-3.55 ლარის ფარგლებში. აი, ამხელა ზემოგებაზე მუშაობენ და აქედან თანხები, ყოველ ლიტრზე 15, 20, 25 თეთრი, კომპანიისა და შეთანხმების შესაბამისად, გააჩნია კლანს, ცხადია უჩა მამაცაშვილის დაჯგუფება და კლანია ყველაზე აქტიური ამ საქმეში, გადასახდელია ე.წ. “ოცნების ყულაბაში”. აქედან გამომდინარეობს სწორედ, თუ რატომ არის საწვავი ასეთი ძვირი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...