ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 13-15 აგვისტოს პერიოდისთვის

12 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 13-15 აგვისტოს პერიოდისთვის. ბოლო დღეებში სხვადასხვა სახის, ძირითადად გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში და უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის კურსის სტაბილიზების და გამყარების ტენდენცია დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

9 აგვისტო – 2.7141;
10 აგვისტო – 2.7100;
11 აგვისტო – 2.7086;
12 აგვისტო – 2.7016.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი მცირედით გაუფასურდა, 0.0073 ლარით და 1 აშშ დოლარი 13 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7089 ლარი.

ევროსთან მიმართებაშიც არასტაბილურია ლარის კურსი და დაფიქსირდა გაუფასურების ტენდენცია. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

9 აგვისტო – 2.7662;
10 აგვისტო – 2.7729;
11 აგვისტო – 2.7728;
12 აგვისტო – 2.7916.

ხოლო ბოლო ვაჭრობაზე – 0.0036 ლარით გამყარდა ეროვნული ვალუტა და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7880 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2829 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1508 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7353 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5979 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.6886 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8723 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.0177 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.3536 ლარი
100 იაპონური იენი – 2.0278 ლარი

ლარის კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილიზების (დაცემის შემდეგ დასტაბილიზების) ტენდენცია დაფიქსირდა ბოლო 2 კვირაში რუსულ რუბლთან მიმართებაში, ხოლო წინა 4 ვაჭრობის შედეგად სტაბილურად გამყარდა. კერძოდ, 100 რუსული რუბლი ღირდა:

9 აგვისტო – 4.5071;
10 აგვისტო – 4.4734;
11 აგვისტო – 4.4684;
12 აგვისტო – 4.4509.

12 აგვისტოს ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა 0.0426 ლარით კიდევ გამყარდა და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.4083 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული