პარასკევი, აპრილი 19, 2024

“მე არ ვიცი ის რაზე საუბრობს – პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე” – რატი ბრეგაძე სოსო გოგაშვილზე

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი საკნიდან მორიგ წერილს აგზავნის, სადაც პატიმარი საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ არადამიანურ მოპყრობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს და განმარტებებს აკეთებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე:

,,მე არ ვიცი ის რაზე საუბრობს. მე ვიცი ის, რომ თანამშრომლებთან, მათ შორის ექიმებთან ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო.

ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა იყო მისი მოთხოვნით. მათ შორის მისი ყოფაქცევაც არის დადებითი. ყოველ შემთხვევაში იყო ძალიან დადებითი. ერთგვარი წახალისების ღონისძიების სახით იყო – ეს შეხვედრა გამოყენებული, რაც იყო მისი თხოვნის საფუძველზე. როგორც უკვე გითხარით, კანონის ყველა ნორმის საფუძველზე.

პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე. ვერც ერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება. რამდენჯერ იყო ის საშხაპეში ამაზე მე ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციისთვის: სოსო გოგაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აგზავნის, სადაც წერს, რომ მის მიმართ ხორციელდება მუქარა და ადგილი აქვს არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მუქარის გადმოცემა მოხდა შს მინისტრის საშუალებით და რომ მისგან მოითხოვენ არ ახსენოს ივანიშვილი სახელი, რომ “ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩერდები და გავჩუმდები მკაცრად დამსჯის“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული