ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში ვიზიტით ყოფნისას ეხმიანება მის მიერ გამოცემულ, კონკრეტული მსჯავრდებულის შეწყალების, აქტთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებსა თუ შეკითხვებს:

რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის. მე ვარ პრეზიდენტი და ყველა იურისტმა იცის ეს კარგად.

ეს გახდა უცებ სალაპარაკო თემა, იმ დროს, როცა აქ ამდენია სალაპარაკო. თუ რამე განმარტება ამაზე არის უფრო დეტალურად გასაკეთებელი, მე მგონია, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რადგან აქ, ევროპაში, ევროპის შუა გულში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, რომ სჯობს აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე.

ეს არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი იმისი, რომ იმის მაგივრად, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის მთელი ქვეყნის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ 2 დღე თბილისში და იქ მიიღონ ამაზე პასუხები,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული