კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები„ღორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოებმა დალაშქრეს

„ღორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოებმა დალაშქრეს

„ღორჯომი – მთა ლეკნარი – კურორტი ბახმარო“ – ასე ჰქვია სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტს, რომელიც გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს. ხულოსა და გურიის დამაკავშირებელ 30 კილომეტრიან მარშრუტზე ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ინფოტურის მონაწილეებმა მარკირებული ტურისტული მიმართულება მანქანებითა და ნაწილობრივ ცხენებით დაფარეს. ინფოტური სოფელ ღორჯომიდან დაიწყო და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე დასრულდა.

ღორჯომის ხეობაში, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. უკვე მზადაა პროექტი, რომელიც გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს.

ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს. ის უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...