კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი -...

“ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი – მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და სამხედროები” – ირაკლი ღარიბაშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში მწვავედ აკრიტიკებს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და აცხადებს, რომ მან ომის თავიდან ვერ აცილება ვერ შეძლო უგუნური პოლიტიკის გამო:

,,მთავარი არის შემდეგი – ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი.

ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი – მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და სამხედროები.

მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო: დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ პატრიოტობაზე, აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვე იყო გასული ომიდან, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა.

მაშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს თურმე მაშინ სუნი არ ჰქონდა – ეს ერთი.

მეორე, ცალმხრივად სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

მესამე, სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, მაგალითად, დაეწყოთ მუშაობა, რომ ოკუპაციის გამო სანქციების დაკისრებოდა რუსეთს, მას შემდეგ რაც გრძელდებოდა მთელი ის ქმედებები და დღესაც გრძელდება.

ამის ნაცვლად, შეგახსენებთ, მათ ცალმხრივად გააუქმეს უვიზო რეჟიმი, გადასცეს რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები. შემდეგ ვნახეთ, რომ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...