კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაგიორგი ვოლსკი: "მთავარია სტაბილურობა იყოს - განვითარება სტაბილურობის...

გიორგი ვოლსკი: “მთავარია სტაბილურობა იყოს – განვითარება სტაბილურობის გარეშე არ არსებობს”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შიდა ქართლში იმყოფებოდნენ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

მთავარია სტაბილურობა იყოს. განვითარება სტაბილურობის გარეშე არ არსებობს. ეს რეგიონი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის. მთავარია, სოფლები არათუ იცლება, არამედ მოემატა მოსახლეობა. პრობლემები არის, მაგრამ ტენდენციები ძალიან დამაიმედებელია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის ინტერესი იყო ახლოს გაცნობოდნენ ხალხს და იმ მეურნეობებს, რომელსაც სერიოზული რესურსით დაეხმარა სახელმწიფო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე სპიკერმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლების აძვის და ჯარიაშენის სკოლა მოინახულეს.

ჩვენი გუნდის და პარლამენტის თავმჯდომარის ინტერესი იყო ახლოს გავცნობოდით ხალხს და იმ მეურნეობებს, რომელსაც საკმაოდ სერიოზული რესურსით დაეხმარა სახელმწიფო და ადამიანები თავისი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით ნამდვილად ამართლებენ ამ დახმარებას და საკმაოდ წარმატებულები არიან.

გარდა ამისა, მოვინახულეთ ინფრასტრუქტურული პროექტები. სასმელი წყლით მომარაგება ყოველთვის პრობლემა იყო ამ მხარეში და ხალხს ათეული წლები არ ჰქონდა წყალი. არაერთი სოფელია, რომელიც უკვე ახალი პროექტებით გაყვანილი წყლით სარგებლობს და მათ შორის, საგანგებო მნიშვნელობა აქვს სარწყავ წყალს. შეუდარებლად დიდია სარწყავი წყლის არხების რაოდენობა. რომ არა ხალხის შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი, ეს არ იქნებოდა, რასაც ახლა ვხედავთ. არც ერთი კვადრატული მეტრი მიწა არ არის დატოვებული დაუმუშავებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მოყვა ახალგაზრდების დაბრუნება სკოლებში, ოჯახების დაბრუნება და საკმაოდ სერიოზული რაოდენობაა პროგრამების, რომლითაც სარგებლობენ.

რასაკვირველია, პრობლემები არის, არავინ თქვას, რომ ჩვენ მხოლოდ პოზიტიური ვითარების შეფასებისთვის ვართ ჩამოსული, მაგრ ამ პოზიტიური ტენდენციით, ამ ტემპით, რასაკვირველია პრობლემები გადაიჭრება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრებს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, გორში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...