ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 06-08 აგვისტოს პერიოდისთვის

34

5 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 06-08 აგვისტოს პერიოდისთვის. ბოლო დღეებში სხვადასხვა სახის ტენდენცია დაფიქსირდა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის კურსის სტაბილიზების და გამყარების ტენდენცია დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

2 აგვისტო – 2.7484;
3 აგვისტო – 2.7411;
4 აგვისტო – 2.7332;
5 აგვისტო – 2.7244.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ასევე გამყარდა, 0.0066 ლარით და 1 აშშ დოლარი 6 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7178 ლარი.

ევროსთან მიმართებაშიც ისევ გამყარდა ლარის კურსი. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

2 აგვისტო – 2.8168;
3 აგვისტო – 2.8030;
4 აგვისტო – 2.7835;
5 აგვისტო – 2.7775.

ხოლო ბოლო ვაჭრობაზე მცირედით, – 0.0031 ლარით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7806 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2959 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1513 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7359 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6029 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.7023 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8456 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.0257 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.1623 ლარი
100 იაპონური იენი – 2.0413 ლარი

ლარის კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილიზების (დაცემის შემდეგ დასტაბილიზების) ტენდენცია დაფიქსირდა ბოლო კვირაში რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, 100 რუსული რუბლი ღირდა:

2 აგვისტო – 4.3654;
3 აგვისტო – 4.5401;
4 აგვისტო – 4.4985;
5 აგვისტო – 4.5601.

5 აგვისტოს ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა 0.0204 ლარით კიდევ გამყარდა და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.4781 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები პუბლიკაციაზე