პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ოცნების” ლიდერებს შეგნებულად გადაჰყავთ ლეგიტიმური და ნორმალური პოლიტიკური დისკურსი ბინძური კინკლაობისა და პროვოკაციების ველში – ნიკოლოზ ვაშაკიძე

საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერების პოზიციების შეფასებას ახდენს პარტია “ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე:

ოპოზიციის გასაგებ და მარტივ მოთხოვნას მოწესრიგდეს საიმიგრაციო პოლიტიკა “ოცნების” ლიდერებმა ქსენოფობიისა და ომში ჩათრევის ვულგარული ბრალდებებით უპასუხეს.

ანუ, შეგნებულად გადაჰყავთ ლეგიტიმური და ნორმალური პოლიტიკური დისკურსი ბინძური კინკლაობისა და პროვოკაციების ველში, თანაც ისე, რომ ჩრდილო სამეზობლოში შესაბამისად გაშუქდეს.

რუსული ტიპის პროვოკატორობის კლასიკური ნიმუშია.

მართლა გაფიქრებინებენ, რომ რჩევებს გარედან იღებენ“, – აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული