პარასკევი, აპრილი 26, 2024

“სავიზო რეჟიმი პრობლემის მოგვარებისთვის არის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით გაჩენილ იდეა-ინიციატივებს ეხმაურება და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

რაც შეეხება სავიზო რეჟიმს რუსეთთან:

ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება აგრძელებს ომის თემით სპეკულირებას, რაც უბრალოდ სიცრუეა, რადგან რუსეთს თავად აქვს სავიზო რეჟიმი დაწესებული და “სარკისებრი” პრინციპის გამოყენება ვერ გახდება რუსეთის “გაბრაზების” ფორმალური მიზეზი.

გაუგებარია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის “ინტელექტუალური” არაკომპეტენტურობა სავიზო რეჟიმის დაწესების “უაზრობასთან” დაკავშირებით.

სავიზო რეჟიმი პრობლემის მოგვარებისთვის არის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა.
უნდა დაიწყო ამით და შემდეგ ამ ბაზაზე მოაწესრიგო სხვა საკითხები, როგორიცაა ბინადრობა, ბიზნეს-აქტივობა, ფინანსების მართვა და ა.შ.“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

მანამდე, ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა ცალკეულ შეფასებებში “ქსენოფობიის” კონტექსტის გაჩენაზე:

საზოგადოება ყურადღებას ამახვილებს რუსეთიდან ინტენსიური (არა ტურისტული) მიგრაციასა და ეკონომიკური აქტივობის საფრთხეებზე, ვითარებაში, როდესაც ეკონომიკური ომია გაჩაღებული დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ამ დროს, საქართველოს პარლამენტის “პრო-ევროპული” სპიკერი ამ საკითხზე რუსების მიმართ “ქსენოფობიის” კონტექსტში საუბრობს.

ეს არის იმ სიმძიმის პროვოკაცია, რასაც კრემლიც კი არ კადრულობს…“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული