სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“ელჩები საქმის კურსში ჩავაყენეთ, თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით:

,,ელჩები საქმის კურსში ჩავაყენეთ, თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით დროის გრაფიკი, რომელიც იყო საკმაოდ მკაფიო, მკაცრი – როდის უნდა მოხდეს შესაბამისი ინიცირების შემოტანა პარლამენტში, როდის მოხდება მათი მიღება მესამე მოსმენით.

ასევე, გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი.

ვთანხმდებით ერთ რამეზე, პარლამენტი და საპარლამენტო ფორმატები არის, რა თქმა უნდა, აქ წამყვანი: კომიტეტი, სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რომ იყოს ინკლუზიური.

ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველას, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, იყოს ნაწილი უფრო მეტი რეკომენდაციის შესრულებისა, იყოს დეპოლარიზაციის ნაწილიც – ყველა უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და განხილულ იქნას კანონპროექტები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული