კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტები"ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა რთულია" -...

“ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა რთულია” – კახა კალაძე საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტებზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა:

მინდა, გამოვეხმაურო იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც გასულ კვირას მოხდა. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ღონისძიების დროს.

რა თქმა უნდა, რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს.

ასევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი – ჩვენი მეგობარი. ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...