კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება!"...

“საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება!” – გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციონერი ლიდერი გრიგო ვაშაძე კლინიკა ,,ვი8ვამედში“ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მოსანახულებლად იმყოფებოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგან მას აქვს ,, დაავადებების მთელი თაიგული, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს“:

,,არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია, ჩემ ერთადერთ ქალიშვილს გეფიცებით. ახლა რაზე ვილაპარაკეთ – უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება და ბატონი მარიო დრაგის დასრულება, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი, აშშ, გაერთიანებული სამეფო. ამ თემებზე ვილაპარაკეთ, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ოჯახებზე.

მძიმეა მდგომარეობა. ეს მდგომარეობა მძიმე იმიტომ კი არ არის, რომ ყურადღებას აკლებს ,,ვივამედის“ ექიმები ან სამედიცინო პერსონალი. მძიმეა იმიტომ, რომ ამ ადამიანს აქვს დაავადებების მთელი ,,თაიგული“, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ჩვენ დავსხდეთ და დავიწყოთ უსაგნოდ დისკუსია იმაზე, ეს ადრე ჰქონდა თუ ციხეში გაუჩნდა? ამას რა მნიშვნელობა აქვს?! საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება! ამის შემდეგ ჭკუა თუ გაგვაჩნია, როგორც ერს, არ ვიზამთ იმას, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს საშინელ პირობებში.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ევროპის კავშირის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამას არც ოქსფორდის განათლება სჭირდება, არც სორბონის. კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე!

თუ ხელი გაქვს აღებული ევროპაზე და ჩვენ მომავალზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ვერბალურად რასაც არ უნდა ამტკიცებდეს საწინააღმდეგოს, მაშინ ქართველი ხალხი სხვანაირ განაჩენს გამოიტანს. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველას ესმის ქვეყნის ფარგლებს შიგნითაც და გარეთაც’’, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...