ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ჩვენ არ ვუცხადებთ ნდობას ამ პროცესს” – პაატა მანჯგალაძე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატ მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების არჩევის საკითხზე. ოპოზიციონერი ლიდერი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ გასაუბრება თავიდან ჩატარდეს კონკურენტუნარიან გარემოში:

,,უკვე მესამეჯერ კომისიამ თითქმის იგივე შემადგენლობით შეთავაზა პრეზიდენტს ცესკოს მოქმედი თანამშრომლები კომიისის წევრებად.

უკვე მესამედ ხდება იმ ადამიანების შეთავაზება პრეზიდენტისთვის, რომლებიც არიან ამ გაყალბების სისტემის ნაწილები და მონაწილეები.

ამიტომ ჩვენ არ ვუცხადებთ ნდობას ამ პროცესს. მოვუწოდებთ პრეზიდენტს თავიდან ჩაატაროს, ასე ვთქვათ, ისეთი კომისიის პირობებში გასაუბრება, რომელიც ნამდვილ კონკურენტუნარიან გარემოში ჩა-ტარ-დე-ბა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული