ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“ასე თუ გაგრძელდა დასასახლებლად ჩამოსული რუსების ნაკადის მიღება, ცოტა ხანში აღარც ფული ექნება, აღარც მიწა და აღარც ქართული ენა” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პროდუქტებზე გაზრდილი ფასების ალოგიკურობაზე დაწყებულ მსჯელობას, კონკრეტული შეფასებებით და ნეგატიურ კონტექსტში, რუსეთიდან შემოსულ ე.წ. “დევნილებთან” მიმართებაში აგრძელებს:

შესაძლოა გამაღიზიანებლად ჟღერდეს ვინმესთვის, ყავის ფასით რომ ვსაზღვრავ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ ჩემი ძირითადი პროდუქტი ესაა და მისი გავლით ვხედავ ყოველდღიურ გასაჭირს. თანაც მაგალითად ყველაფერი გამოდგებოდა, მხოლოდ ყავა ხომ არ ძვირდება. სახლთან მარკეტში 250 გრამიანი ლავაცას ქილის ფასი 35 ლარი დამხვდა. წინა თვეში 30-მდე იყო გაზრდილი. სწრაფი პერიოდულობით აძვირებენ არა 50 თეთრით, ან ლარით, არამედ 4-4, ან 5-5 ლარით.

მესმის, ომია და ბევრი რამ იქნება თავდაყირა, მაგრამ დოლარის გაიაფება რომ პროდუქტს თუ არ აიაფებს, იგივე ფასს მაინც არ უტოვებს, მიზეზი რუსი “დევნილებისთვის” მირთმეული ფასები უნდა იყოს. ვინ ზარალდება და საქართველოს მოსახლეობა.

მაინც რომ გაერკვეთ სიტუაციაში, ვისაც ძალიან გიხარიათ, რუსების, როგორც “გამდიდრების” წყაროს შემოდინება. მდიდრდებიან ისევ მსხვილი ვაჭრები, თორემ მოლარისთვის კი არ გაუზრდიათ ხელფასი. დანარჩენებს კი, ასე თუ გაგრძელდა დასასახლებლად ჩამოსული რუსების ნაკადის მიღება, ცოტა ხანში აღარც ფული ექნება, აღარც მიწა და აღარც ქართული ენა. ამ უკანასკნელის მოსპობა კი საქართველოს მოსპობას ნიშნავს. ხოდა ეს მაინც შევძლოთ, ველაპარაკოთ რუსებს ქართულად. ქართული მაინც ვასწავლოთ, ვიდრე მათ გაგვარუსონ და სახელმწიფო ენად გამოგვიცხადონ რუსული მალე.

ესპანეთში, სადაც ამდენი ტურისტია, მიმტანებმა და სხვა სერვისების პერსონალმა საერთაშორისო ენა, ინგლისურიც კი იშვიათად იციან, მაგრამ არ მოვმკვდარვარ შიმშილით, გადასარევად გამოვხატავდი ჩემს გრძნობებს ისე, არცერთხელ არ შეშლიათ, რა მინდოდა და სულ გრაციას, გრაციასით ვასრულებდით ტკბილ ურთიერთობას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული