ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმათთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები ამერიკის ელჩთან,...

მათთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ამიტომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზაციაში ნერგავენ ინფორმატორებს, ამ მიზნით იყენებენ და აფუჭებენ ახალგაზრდებს – “სტრატეგია აღმაშენებელი”

“სტრატეგია აღმაშენებელი” ტელეკომპანია “პირველზე” გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო მიყურადების საკითხს ეხებოდა, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი სუსისთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები კელი დეგნანთან რის გამოც პარტიაში ინფორმატორები შეუშვეს.

ჩვენ გუშინ “ტვ პირველის” სიუჟეტით ვნახეთ ფაქტები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურად წოდებული სტრუქტურა, ე.წ. სუსი უთვალთვალებდა და უსმენდა საქართველოს მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ელჩს, რაც არის არა მხოლოდ საერთაშორისო კონვენციების, არამედ მეგობარ სახელმწიფოთა ურთიერთობის ნორმების დარღვევა.

ის, რომ შენი მეგობარი ქვეყნის ელჩზე აწესებს ტოტალურ თვალთვალს, როგორც საფრთხის მატარებელ, არასაიმედო, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პერსონაზე, არის წარმოუდგენელი მასშტაბის მტრული და არამეგობრული ქმედება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან!

აუცილებელია, დასჯა ყველა იმ პირის, ვინც ბრძანება გასცა და ვინც აღასრულა დიპლომატებზე თვალთვალი.

ამ სიუჟეტით ასევე ცნობილი ხდება, რომ ისინი ღიად და დაუფარავად უსმენენ პარლამენტის წევრებს, რადგან ჩვენ ვადასტურებთ მსგავსი შინაარსის საუბრის არსებობას. პარლამენტის წევრის მოსმენა, მიყურადება, თვალთვალი არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა.

როგორც ჩანს, მათთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ამიტომ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზაციაში, როგორც პროდასავლურ პარტიაში, ნერგავენ ინფორმატორებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მიზნით იყენებენ და აფუჭებენ ახალგაზრდებს.

მაშინ, როცა ხელისუფლება გადასულია რუსეთის მაამებლურ პოლიტიკაზე, არც კი ახსენებენ რუსეთს და პუტინს როგორც მტერს და თვალთვალს უწესებენ მეგობარი ქვეყნების ელჩებს, არის ხელისუფლების სრული ლუსტრაცია და სახელმწიფო სტრუქტურების დეგრადაციის დადასტურება, რომ ისინი ვერ არჩევენ მტერსა და მოყვარეს და არიან არა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები, არამედ ივანიშვილის კარის უსაფრთხოების სტრუქტურები.

მოვუწოდებ მოსახლეობას, არ ავყვეთ ხელისუფლების ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიქართულ რიტორიკას და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლების დროულად, კონსტიტუციის დადგენილი წესით, მშვიდობიანად მოსაშორებლად!“ – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...