პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ეს არის სპეც-სამსახურების ინტელექტუალური და ზნეობრივი დეგრადაციის ბოლო სტადია” – გია ხუხაშვილი

“ტვ პირველზე” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” გასულ რეპორტაჟში, საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ფარული თვალთვალისა და ელჩთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციების მოპოვების თემას ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

აშშ-ს ელჩის თვალთვალის პოლიტიკურ ასპექტს თავი რომ გავანებოთ და მხოლოდ პრაგმატიზმის კუთხით შევაფასოთ, დავინახავთ, რომ ეს არის სპეც-სამსახურების ინტელექტუალური და ზნეობრივი დეგრადაციის ბოლო სტადია.

თქვე კაი ხალხო, ხომ ცხადია, რომ ელჩის ასეთი საჯარო გადაადგილება სრულიად გამჭვირვალეა და საელჩოს ოფიციალური დღის-წესრიგით არის გათვალისწინებული.

ვიღაცა ამით თავის უფროსს აჩვენებს, რომ “საქმეს”აკეთებს, ის თავის უფროსს და ა.შ. მთლად უფროსი უყურებს ბოლოს ამ მარაზმს ძილის წინ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული