ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 30.07-01.08 პერიოდისთვის

29 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 30.07-01.08 პერიოდისთვის. ბოლო დღეებში სხვადასხვა სახის ტენდენცია დაფიქსირდა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდა ლარის კურსის სტაბილიზების და გამყარების ტენდენცია დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

26 ივლისი – 2.7917;
27 ივლისი – 2.7886;
28 ივლისი – 2.7791;
29 ივლისი – 2.7703.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ასევე გამყარდა, 0.0051 ლარით და 1 აშშ დოლარი 30 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7652 ლარი.

ევროსთან მიმართებაშიც ისევ გამყარდა ლარის კურსი, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე დაფიქსირდა მისი მკვეთრი გაუფასურება. კერძოდ წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

26 ივლისი – 2.8534;
27 ივლისი – 2.8282;
28 ივლისი – 2.8208;
29 ივლისი – 2.8071.

ხოლო ბოლო ვაჭრობაზე – 0.0228 ლარით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8299 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3650 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1544 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7491 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6308 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.7878 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9043 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.1041 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.1382 ლარი
100 იაპონური იენი – 2.0766 ლარი

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა ბოლო კვირაში რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, 100 რუსული რუბლი ღირდა:

26 ივლისი – 4.7726;
27 ივლისი – 4.7200;
28 ივლისი – 4.5683;
29 ივლისი – 4.5601.

29 ივლისის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა 0.1020 ლარით კიდევ გამყარდა და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.4581 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული