ორშაბათი, ივნისი 23, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის წერილი სინამდვილეში საკუთარი ხელით დაწერილი ნეკროლოგია მისი,...

“ივანიშვილის წერილი სინამდვილეში საკუთარი ხელით დაწერილი ნეკროლოგია მისი, როგორც გავლენიანი, თუნდაც ჩრდილოვანი ფიგურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ხმაურება და კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს:

ივანიშვილის წერილი სინამდვილეში საკუთარი ხელით დაწერილი ნეკროლოგია მისი, როგორც გავლენიანი, თუნდაც ჩრდილოვანი ფიგურისთვის.

როცა ყავლაშვილის დონეზე საღლიცინოდ ხდი და მერე შენ თვითონ ღიად ამბობ, რომ დიპლომატთან დახურული შეხვედრა გქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს არავინ აღარ შეგხვდება და აღარაფერზე დაგელაპარაკება. ასეთი შეხვედრების ასე გასაჯაროება არ ხდება.

საქმიან წრეებში ეს საკუთარი რეპუტაციის განადგურებას ნიშნავს. შეუძლებელია ეს ივანიშვილმა არ იცოდეს. არ ვიცი რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც მისი წერილიდან ჩანს, ისეთი ალოგიკური კაცია, შეიძლება სულ სხვა რამე უნდოდა და სხვა რამე გამოვიდა, მაგრამ მისი წერილიდან ჩანს, რომ:

  • ივანიშვილს ამ ეტაპზე ერთადერთი საკუთარი ფულის გადარჩენა და სანქციებისგან თავის არიდება უნდა. მეტი აღარაფერი;
  • ფაქტიურად ამბობს, დავთმობ ძალაუფლებას და მივყრი ამ ჩემს ქოცებს ბედის ანაბარა, კისერიც უტეხიათო;
  • დასავლეთს დეგნანთან შეხვედრის გახმაურებით ეუბნება, თუ გინდათ რომ პირი არ მოვაღო და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაყენოთ, თან თქვენს პარტნიორ ქვეყანაშიც რაღაცეები არ ავრიო, ნუ გამწირავთო. მე ისედაც აღარაფერი მეშველება, ჩემი რეპუტაცია ფეხებზე მკიდია და საკუთარ რეპუტაციაზე იფიქრეთო.

კიდევ ვიმეორებ, ეს გამოუვიდა ამ წერილით და სინამდვილეში როგორ არის, იდარდოს კობახიძემ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ 13 წელიწადში ცხოვრების დონე 10 ჯერ ნამდვილად არ გაუმჯობესებულა… ჯარიმები გაძვირდა 10...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ჯარიმების ოდენობის გაზრდას ქვეყანაში სხვა მონაცემების...

“გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დაჭერის...

“როგორ ქმნიან ოპოზიციურ ერთობას ჩვენი პარტიები… ჩემი ფანტაზიორა აფერისტები 😀😀 ❤️❤️” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია პროდასავლურ პოლიტიკურ ველზე შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...