კვირა, ივნისი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპროექტები და ინიციატივები"ყველა ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა, საკანონდებლო განხილვაზე გავა...

“ყველა ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა, საკანონდებლო განხილვაზე გავა საშემოდგომო სესიაზე და “ქართულ ოცნებას” მოუწევს ამ ინიციატივების განხილვა” – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”

“სტრატეგია აღმაშენები” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხვალიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს. სტრატეგია აღმაშენებლის ინიციატივით 25 ივლისიდან ევროკომისიის 12 პუნქტზე ოპოზიციურ პარტიებთან, ფრაქციის წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრებს იწყებს, რომელიც საშემოდგომო სესიებზე დაინიცირდება

ხვალიდან, 25 ივლისიდან საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები იწყება. სამუშაო ჯგუფებში მოხდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიღებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური ფრაქციების და ჯგუფების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

სამუშაო პროცესი დაიწყება ორშაბათს, პარლამენტში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში. 11 საათზე შეიკრიბება საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, 14.00 საათზე მართლმსაჯულების და 17:00 საათზე ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფები.

სამუშაო ჯგუფებში მუშაობა იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე. განსხვავებით “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ე.წ. სამუშაო კომისიებისა, ამ ჯგუფებში მოხდება ყველა საკითხის განხილვა, რომელიც ეხმიანება ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პირობის შესრულებას, ყოველგვარი წინასწარი დათქმებისა და გამორიცხვების გარეშე. სწორედ საპარლამენტო და საქმიან ფორმატში პროცესის გადაყვანას ემსახურებოდა ჩვენს მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევა, რაც გულისხმობდა ზუსტად კონკრეტულ თემატიკაზე უკვე არსებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას სესიებზე და შესაბამის კომიტეტებზე. სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი თქვა და კანონის დარღვევით სასესიო დარბაზი დაუკეტა და დაულუქა დეპუტატებს.

ჩვენი ამოცანაა, რომ თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით მოხდეს სრულფასოვანი გადაწყვეტილებების შემუშავება. ასევე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორიცაა სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილი ფორუმები. ხუთშაბათს ისევ ვაგრძელებთ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს, რომ მთელი ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, ინტენსიური მუშაობის შედეგად დაიდოს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო პაკეტები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკომისიის მოთხოვნებს.

ყველა ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა, საკანონდებლო განხილვაზე გავა საშემოდგომო სესიაზე და “ქართულ ოცნებას” მოუწევს ამ ინიციატივების განხილვა. ჩვენ, ჩვენი მხრივ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ და სხვა ინიციატივების განხილვაში საკომიტეტო მოსმენებზე და სასესიო სხდომებზე, რაც არის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატი, განსხვავებით მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული არაფორმალური შეხვედრებისა, რომელსაც არც დღის წესრიგი აქვს და არც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული”, – ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...