spot_img
მთავარიგართობა და დასვენება24 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

24 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ ფესტივალს „Kobuleti Fest 2022” უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 24 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები „ასეა სულ“, „ოჩის ქოხი“ და „ღამის შოუს ბენდი“ იზრუნებენ.

ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ). დღის განმავლობაში, ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე დრამების შოუ, ფრანების შოუ, საბავშვო და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში ცენტრალურ პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

12:00 – 20:00 ახალი ბულვარის ტერიტორია (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ) :
• ფრანების ფესტივალი და DJ სანაპიროზე
• სპორტული აქტივობები (ქვიშის ფრენბურთი/მაგიდის ჩოგბურთი)
• დრამების შოუ
• საბავშვო გასართობი აქტივობები
• ანიმატორები
• მასკოტები, სახის მოხატვა
• საპნის ბუშტების შოუ
• სარკიანი პატარა აუზები
• საზაფხულო დეკორაციები და ფოტოკუთხეები

20:00 – 01:00 ქობულეთის ცენტრალური პარკი – გალა კონცერტი
• 20:00 ბენდი „ასეა სულ“
• 21:00 ბენდი ოჩოს ქოხი
• 22:00 ღამის შოუს ბენდი
• 22:30 ფოიერვერკი
• 23:00 DJ ნუგო

ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებსგამორჩეული სურათის დაყენება

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...