spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"ისტორიის პარალელები: წლები გადის, მოჯადოებური წრე კი ჯერ...

“ისტორიის პარალელები: წლები გადის, მოჯადოებური წრე კი ჯერ კიდევ მტკიცეა…” – ედნარ მგელაძე

სოციალური ქსელები აზრების ერთგვარი კიდობანია, გახსნი, გაიხსენებ ბევრ რამეს და წლების წინანდელ ნააზრევსა და დღევანდელ რეალობასთან გაავლებ პარალელს. ედნარ მგელაძის ფეისბუკის პირადი გვერდიდან, 5 წლის წინანდელი პოზიცია:

არაერთი მტკივნეული თუ სასიკეთო ცვლილების მომსწრენი ვყოფილვართ წლების განმავლობაში და საკმაოდ კარგადაც დაგვინახავს და უნდა გვახსოვდეს, ისიც, თუ როგორ ახდენს საკუთარი სახის წარმოჩენას თუ სახეცვლილებას საზოგადოება, ესა თუ ის ერი, როგორ ცდილობს იყოს შეურიგებელი ან შემგუებლური კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, როგორ შეიძლება აიმაღლოს ღირსება ან, პირიქით, საერთოდ დაკარგოს იგი, როცა ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, გაჭირვება თუ პოლიტიკური ცვლილება…

რაიმეს შეფასებისას, მართლაც, ძნელია კონკრეტული პიროვნებების ან, თუნდაც, ცალკეული ჯგუფების ქცევის შესაბამისად შევაფასოთ მთლიანად საზოგადოება თუ ერი, მაგრამ ნამდვილად არ უნდა გაჭირდეს ხალხის ამა თუ იმ ქმედების შეფასება იმ დროს, როცა საზოგადოებაში საკმაოდ მყარად არის ჩამოყალებებული შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები – ტრადიციულ ღირებულებებზე იქნება იგი დაფუძნებული თუ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ნორმებზე. ისე, ცალკეული ცვლილებების დროს, არც მასების კონკრეტული ქცევის ადრინდელთან მსგავსების დანახვა უნდა იყოს ძნელი და, შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტაც, რამე თუ ათვლის წერტილი ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე კი არ განისაზღვრება, არამედ ბევრად უფრო ადრეული პერიოდიდან.

ყველა ქვეყანას თავისი ისტორია აქვს, თვითმყოფადობითა თუ კონკრეტული თავისებურებებით და ყველა ქვეყანა ერთგვარ “რეცეპტსაც” შესაბამისად ირჩევს მსოფლიო ცივილიზაციაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ნამდვილად არ ვაპირებ და არც იმის ცოდნა-კომპეტენცია გამაჩნია, რომ სიღრმისეულად შევაფასო სხვა ქვეყნების განვლილი გზა, ადგილი თუ როლი მსოფლიო ისტორიაში და არც ჩემს სამშობლოსთან მიმართებაშია ადვილი ცალსახად რაიმე დასკვნის გაკეთება, თუმცაღა თუნდაც ერთგვარი „მშრალი“ ფაქტების გახსენებით კიდევ ერთხელ მინდა დავფიქრდე ბევრ რამეზე და, შესაძლოა, ჩემთან ერთად, სხვასაც თავისთვის გაახსენდეს არაერთი ფაქტი დასაფიქრებლად თუ გასაანალიზებლად…

სანამ რაიმეს გავიხსენებდი, რატომღაც, კიდევ ერთხელ ჩავფიქრდი იმ ბრძნულ ნათქვამზე, რომლითაც ჩვენი სამშობლოს, ბედკრული საქართველოს, ყოფის წარმოჩენა ხდებოდა ისტორიის ცალკეულ მონაკვეთებში:
… ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”.

დიახ, საქართველოს უახლოესი ისტორიის, თუნდაც, ბოლო 25 წელიც საკმარისია იმის დასანახად, თუ როგორი გრიგალი არხევდა ადამიანთა თავმოყვარეობას და ქვეყანაში როგორ მომრავდნენ მედროვეები, ორპირები თუ სხვა, ათასგვარი ჯურის ნაძირალა, რომლებიც მიზნის მისაღწევად, ვინმეს გასაწირად თუ 30 ვერცხლის მოსაპოვებლად, არავის ღირსებას არ ინდობდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ, საკუთართან ერთად. შემდეგ კი, საკუთარ უღირსობას იოლად ივიწყებდნენ და თავისმართლების “ზღაპართან” ერთად “განტევების ვაცებზეც” იწყებდნენ ნადირობას.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანამ საკმაოდ “წარმატებულად” განვლო გზა “მქუხარე, ხანგრძლივი აპლოდისმენტებიდან”, პრემიებითა და კომფორტით გაწყობილ მაგიდასთან ახლოს რიგში მდგარი თუ ჰორიზონტს მიღმა მყოფი საზოგადოების ეპოქამდე… და ყოველი ცვლილებისას, როლების შეცვლასთან ერთად, რატომღაც, იცვლებოდა კრიტიკის ობიექტები თუ შეფასების კრიტერიუმები, ხოლო როცა ქვეყნის საჭეთმპყრობელნი, როგორც კი ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგებს შეუერთდებოდნენ, საკუთარი შეცდომები, ლამის, სულ გადაავიწყდებოდათ და ისინი თავთავიანთივე “ამნეზიის” მსხვერპლი ხდებოდნენ… და ასე გრძელდება დაუსრულებლად, თანაც, ყოველივე ამასთან ერთად, მერამდენედ დაიწყო უკვე “ბედნიერი ერის” დაბადების ახალი კალენდარული ათვლა…

ჰოდა, ყოველივე ამის შემხედვარე, ერი გადართულია სიტუაციასთან ადაპტირების რეჟიმზე და საქმისადმი ერთგულებაზე, პასუხისმგებლობაზე და ადამიანურობაზე კი არ ფიქრობს, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი იმითაა დაკავებული, თუ როგორ შეარჩიოს და მოხერხებულად მოირგოს მომგებიანი თუ გამოსადეგი ნიღაბი. საინტერესო კია, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე ცალკეული პრინციპული მომენტების დროს გადაწყვეტილებების მიღებისას? რა არის ეს – პრაგმატიზმი, თვითგადარჩენის ინსტიქტი თუ იანუსღამურიზმი? ხოლო, ვის რაში გამოდგომია ან გამოადგება რომელიმე მათგანი თუ ვისთვის როგორი ზიანის მომტანია იგი, ადვილი დასანახია ადამიანთა ნამდვილი სახეების დანახვასთან ერთად…

და, თუ ერს, საზოგადოებას, თითოეულ ჩვენთაგანს აწუხებს ყოველივე აღნიშნული და აინტერესებს კონკრეტულად რისი და ვისი ბრალია დაუსრულებლად “ფოცხზე დაბიჯებით გამოწვეული უსიამოვნების” პრობლემა, ამაზე მარტო დაფიქრება არ კმარა, რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს ქვეყანაში!

ედნარ მგელაძე
25.09.2014 წ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...