შაბათი, აპრილი 20, 2024

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა

უკრაინა დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავს ზეიმობს. 1991 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის რადამ დაამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი წლევანდელი ღონისძიებები, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სამხედრო აღლუმის გარეშე ჩატარდება. სანაცვლოდ, კიევის ცენტრში ღირსების მარში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფოს მეთაურმა, მოსახლეობამ, სამხედროებმა. ცნობილი უკრაინელი მედიკოსების, მასწავლებლების, სპორტსმენების, დიპლომატებისა თუ სხვათა მონაწილეობით მსვლელობა მოეწყო მეიდანიდან ევროპის მოედნამდე.

უკრაინა უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანაბარუფლებიანი და პირდაპირი არჩევნების გზით 5 წლის ვადით.

დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტები:

  1. ლეონიდ კრავჩუკი 5 დეკემბერი, 1991–19 ივლისი, 1994
  2. ლეონიდ კუჩმა 19 ივლისი, 1994–23 იანვარი, 2005
  3. ვიქტორ იუშენკო 23 იანვარი, 2005–25 თებერვალი 2010
  4. ვიქტორ იანუკოვიჩი 25 თებერვალი 2010–22 თებერვალი 2014
  5. ალექსანდრე ტურჩინოვი 23 თებერვალი 2014–7 ივნისი 2014 (მოვალეობის შემსრულებელი)
  6. პეტრო პოროშენკო 7 ივნისი 2014–20 მაისი 2019
  7. ვლადიმერ ზელენსკი 20 მაისი 2019

 

სააგენტო “პარალელი” დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს უკრაინელ ხალხს და სრულიად უკრაინას!

Інформаційне агентство “Паралель” від щирого серця вітає з днем ​​незалежності народу України!

Информационное агентство “Паралели” от всего сердца поздравляет с днем независимости украинскому народу!

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული