spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგავლენიანი გამოცემები ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება

გავლენიანი გამოცემები ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება

ბათუმში მიღწეულ ბორჟღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას გავლენიანი მედიაგამოცემები გამოეხმაურა. Daily Mail, Rugby World, Rugbypass, La Reppublica, La Gazzeta dello Sport და სხვა პოპულარული გამოცემები ქართველი მორაგბეების წარმატებას ისტორიულს უწოდებენ. შესაბამისად, ყველა გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა ბათუმიც, როგორც გამარჯვებისა და საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძელი ქალაქი.

ბათუმის თბილ კვირა საღამოს ბორჯღალოსნებმა ისტორია შექმნეს. იტალიასთან 25-19 ანგარიშით, მათ ისტორიაში პირველად დაამარცხეს პირველი დონის გუნდი,“ – იწყებს სტატიას პოპულარული სპორტული პორტალი RugbyPass, რომლის სტატიებსაც სოციალურ მედიაში 20 მილიონზე მეტი წვდომა აქვს.

ბათუმში ევროპის მე-6 გუნდი მეშვიდეს ხვდებოდა და 20-ათასიან სტადიონზე არსებული საოცარი ატმოსფერო თავიდანვე მოასწავებდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა. საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა ასეთი რანგის მეტოქის დამარცხება და ქომაგებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო. ბოლო წუთებზე ანგარიში 28:19 იყო და გულშემატკივრების ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა. ისტორია გადაიწერა. საქართველომ მოიგო, მორაგბეები და ქომაგები კი ერთიანად აფეთქდნენ”, – წერდა გამოცემა.

ექვსი ერის ჩემპიონატში საქართველოს მიღებაზე საუბრობს გავლენიანი გამოცემები. მათ შორისაა Rugby World, რომლის ჟურნალისტიც მორაგბეების დამსახურებულ გაწევრიანებასთან ერთად ბათუმსა და თბილისში ექვსი ერის თამაშების გამართვის სარგებელს უსვამს ხაზს.

რთულია არ აღნიშნო, რომ „ექვს ერს“ საქართველოს ჩართვა სარგებელს მოუტანს. თბილისში ან ბათუმში მოგზაურობა პარიზთან და რომთან შედარებით უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი იქნება მოგზაურებში,“ – ამბობს ჟურნალისტი.

მოძრავი მატჩების ქვეყნის მასშტაბით ჩატარება საქართვლოსთვის რაგბის მიმზიდველობის გაზრდის გეგმის ნაწილია. რაგბი საქართველოს ეროვნული სპორტია და მისი სიყვარული აქ აშკარაა. ბათუმში უნდა ყოფილიყავი ეს რომ გაგეაზრებინა,“ – წერს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Daily Mail “გამარჯვებას არა მხოლოდ სტადიონზე მყოფი ხალხი, არამედ მთელი ერი ზეიმობდა.”

იტალიისთვის საქართველოსთან მარცხს „ყინულის შხაპს“ უწოდებს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport , რომლის ავტორიც წერს, რომ იტალიელებისთვის ეს მძიმე და დამსახურებული მარცხია, საქართველო კი იმსახურებს თავის დამსახურებულ ადგილს დიდი რაგბში.

ბათუმში ატმოსფერო ძალიან ცხელია, გულშემატკივრების აქტიურობა და მოედანზე გასული „ლელო“ აშკარას ხდის, რომ საქართველოსთვის ეს ცხოვრების თამაშია. საქართველო ზეიმობს. ეს არ იყო სხვების მსგავსი თამაში, ეს არ იყო წასაგები თამაში. ეს იყო ყინულის შხაპი, რომელიც იტალიელებმა დაიმსახურეს,“ – აღნიშნავს გამოცემა.

ქართველი მორაგბეების დამსახურებულ გამარჯვებას უსვამს ხაზს კიდევ ერთი იტალური გამოცემა „La Reppublica”: „ბორჯღალოსნების გუნდი ამტკიცებს, რომ აძურზე უფრო ძლიერია, რაც ამძაფრებს მის მისწრაფებას, დაიკავოს ადგილი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში“.

ბათუმს რაგბის თამაშისთვის შესაფერის ადგილს უწოდებს Daily Mail – „ეს ქართული რაგბისთვის შესაფერისი ადგილი და შესაძლებლობა იყო შემდეგი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად. ქალაქ ბათუმის მსგავსად, მთავარ მწვრთნელ მაისაშვილს და მის გუნდსაც ამბიციური გეგმები აქვთ“.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...