სამშაბათი, ივლისი 1, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნებათორნიკე რიჟვაძე: ანსამბლი ,,ბერმუხა“ ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის...

თორნიკე რიჟვაძე: ანსამბლი ,,ბერმუხა“ ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიამაყე

ანსამბლ „ბერმუხას“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის დააჯილდოვეს. ანსამბლის წევრები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ,,ბერმუხას”, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიამაყეა და რომელსაც არაერთხელ წარმოუჩენია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ხულო, აჭარა და ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ უსახელებია ქართული სული და ჟინი, დაუფასდა ეს დიდი ღვაწლი:

,,მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩვენი ინიციატივის გაზიარებისთვის. როცა ვუყურებ ჩვენს ,,ბერმუხელებს“, კიდევ უფრო მეტ მოტივაციასა და შემართებას გვაძლევს ყველას, რომ შეიძლება დიდი შემართებით, დიდი სულით და ამ დიდი ჟინით ძალიან ბევრი წელი წარმატებულად იყო ქვეყნის სამსახურში. დამსახურებული ღირსების ორდენი უფრო დიდ შემართებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო შორს გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

,,ბერმუხას“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა და მას პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...