ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ჩემი პროგნოზით, პიკს მიაღწევს შემოდგომაზე“ – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მე-7 ტალღაზე

საქართველოში covid-19-ით ინფირცირებულთან რაოდენობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ქვეყანაში არსებულ და მოსალოდნელ ეპიდვითარებაზე ,,იმედის“ ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე:

,,ტურისტული სეზონია, მოგზაურობა გაიზარდა და სხვათა შორის, ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში მოგზაურობისას დაინფიცირდა.

ინფიცირების მატების, ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომ ბოლო 2 კვირის მანძილზე საქართველოში დომინანტი გახდა B4 და B5 შტამები, რომლებიც ხასიათდებიან გაცილებით უფრო მეტი გადამდებობით, ვიდრე იყო მანამდე გავრცელებული BA2 შტამი.

ჩემი პროგნოზით, პიკს მიაღწევს შემოდგომაზე.

ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც იყო წლის დასაწყისში, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ, გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე იყო პირველი 6 ტალღა.

ყველაზე კარგი გამოსავალი ისევ არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, საქართველო მოიკოჭლებს ვაქცინაციაში. დაახლოებით მესამედია მოსახლეობის სრულად ვაქცინირებული“ – განაცხადა თენგიზ ცერვაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული