შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 09.07-11.07 პერიოდისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 09.07-11.07 პერიოდისთვის

8 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 9-11 ივლისისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში სახეზეა ლარის კურსის ერთგვარი რყევების ტენდენცია. კერძოდ, ლარის კურსის შემდეგი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

5 ივლისი – 2.8762;
6 ივლისი – 2.8710;
7 ივლისი – 2.9038;
8 ივლისი – 2.9119.

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო სამი ვაჭრობის დროს საგრძნობლად გაუფასურების შემდეგ ბოლო ვაჭრობაზე ასევე საგრძნობლად გამყარდა, 0.0223 ლარით და 1 აშშ დოლარი 9-11 ივლისს ეღირება 2.8896 ლარი.

ევროსთან მიმართებაში კი ლარის კურსმა გააგრძელა სტაბილიზებისა და გამყარების ტენდენცია, კერძოდ წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

5 ივლისი – 3.0062;
6 ივლისი – 2.9574;
7 ივლისი – 2.9625;
8 ივლისი – 2.9690.

8 ივლისის ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა ეროვნული ვალუტა – 0.0363 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9327 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4649 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1668 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.9783 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7052 ლარი
1000 სომხური დრამი – 7.0221 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9594 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.3115 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.3128 ლარი
100 იაპონური იენი – 2.1266 ლარი

ბოლო პერიოდში ლარის გამყარების და დასტაბილურების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ლარის კურსის სერიოზული გამყარების შემდეგ შეინიშნება უმნიშვნელო გაუფასურება და ბოლო დღეებში ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა. კერძოდ, 100 რუსული რუბლი ღირდა:

5 ივლისი – 5.1945;
6 ივლისი – 4.6618;
7 ივლისი – 4.5552;
8 ივლისი – 4.5526.

8 ივლისის ვაჭრობაზეც მცირედით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა 0.0330 ლარით და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.5856 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...