კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს არა სასამართლო,...

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს არა სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი და მისდამი დაქვემდებარებული “ქართული ოცნება” – ბექა ბასილაია

კონსილიუმის წევრი ექიმები საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან კლინიკა ,,ვივამედში“ იმყოფებოდნენ და ექსპერტიზის შემაჯამებელი დასკვნის შესადგენად საბოლოო გამოკვლევა ჩაატარეს. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთes მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ და წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიას“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა:

,,მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს არა სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი და მისდამი დაქვემდებარებული ,,ქართული ოცნება“.

მიხეილ სააკაშვილის საქმეები არის შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული, ყოველგვარ მტკიცებულებებს მოკლებული და ხშირ შემთხვევაში არაკონსტიტუციური.

ამის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში. შესაბამისად, პოლიტიკური ნება არის მთავარი მდგენელი მის საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღებისას“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ,,პროგრესი არსებითი და მნიშვნელოვანი არ არის“:

,,დღეს გავეცანით პრაქტიკულად სამედიცინო დოკუმენტაციას, გარკვეული გამოკვლევების შედეგებს. ასევე გასაუბრება გვქონდა ექიმებთან.

ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა.

მე ვფიქრობ, რომ პროგრესი არსებითი და მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენი მოსაზრებით, რა თქმა უნდა, იგი კვლავ საჭიროებს სპეციალიზირებულ სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას და რეაბილიტაციას“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...