ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ბათუმის სავიზიტო ბარათის – “რვაფეხას” სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

კაფე „ფანტაზიას“ („რვაფეხას“) მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა “ქართუმ” 2017 წლის მაისში დაიწყო. ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე.

რეაბილიტაციის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები. ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა და მოეწყო მოზაიკა. ძველი, დაზიანებული იატაკი, თავდაპირველად არსებული დეკორატიული იატაკით შეიცვალა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული