ხუთშაბათი, მარტი 26, 2026
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებატვ "პირველს" ვერ გადაყლაპავთ, დაიხრჩობით - ლევან სამუშია

ტვ “პირველს” ვერ გადაყლაპავთ, დაიხრჩობით – ლევან სამუშია

თავისუფალი დემოკრატების წევრი, იურისტი ლევან სამუშია, ფეისბუკის პირად გვერდზე ტვ “პირველის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას ქვეყნაში პუტინიზაციის საფრთხეს ხედავს:

ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ – ტვ “პირველს” ვერ გადაყლაპავთ, დაიხრჩობით. ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება არის პუტინის რეჟიმის სრული კალკირება, მაგრამ არის ერთი და თან დიდი სხვაობა, ეს საქართველოა!!!!! აქ არავის გასვლია და დარწმუნებული ვარ, არც ამჯერად გაუვათ პუტინიზაცია.

პუტინისტური რეჟიმისათვის დამახასიათებელი სრული შემადგენლობა სახეზეა, ხელისუფლების სამივე შტო ოკუპირებულია ერთი ადამიანის მიერ. ინსტიტუციები განადგურებულია, მაგრამ არის აქაც ერთი განსხვავება, მედია და იქ მომუშავე ბევრი ჟურნალისტი, რომელთათვის ფასეულობები, ღირებულებები მთავარია და ქვეყნის მომავალს დასავლეთში ხედავენ. საზოგადოება, რომელიც აიტანს სიდუხჭირეს, მაგრამ არ შეეგუება უსამართლობას, ქვეყნის პუტინიზაციას.

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება. საქართველოს მომავალი ევროპაშია!!!

სრული მხარდაჭერა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი,Vato Tsereteli,ინგა გრიგოლია,Nino Zhizhilashvili,Dianna Trapaidze,Vakho Sanaia,Nene Dalakishvili,Lela Revishvili,Levan Kirvalidze,Anuna Akhalaia,Etuna Intskirveli,Tamuna Chikhladze,Giorgi Darchashvili,Manana Eliashvili,Giorgi Kvizhinadze,Lika Urotadze,Luka Khachidze,Salome Uertashvili,Katia Shamanauri. ………..

ესეც ჩემი თებერვლის პოსტი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გასვენებაში...

“ვინაიდან, უკვე თითქმის ნახევარი წელია, რაც პროკურატურამ ამიკრძალა ჩემს ოჯახთან და შვილებთან ყველანაირი კომუნიკაციის,...

საპატიმროდან თავის ტყუპ შვილებს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს "ნაციონალური...

“ყველა მთავრობა, რომელიც ხალხზე ფიქრობს, დღეს ზრუნავს იმაზე, რომ ნავთობის გაძვირებამ არ გაამძაფროს საარსებო...

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო გამოწვეული ფასების ზრდა ნავთობზე...

“სასულიერო მაღალჩინოსნებს თავიანთი გასაჭირი, თავიანთი ინტერესი და საგონებელი გაუჩნდათ – ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“მშვიდობით, მუდამ ახალგაზრდა და მოაზროვნე დიდო მოხუცო პატრიარქო…” – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანის ერთგვარი ემოციური გამოსათხოვარი სიტყვა უწმინდესის და უნეტარესის,...

“სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ” – ნინო ჯანგირაშვილი

დიდი გაერთიანების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი,...

“ეგეთი ფსკერზე ხოხიალი არ უტყდებათ ნეტა?” – ნინო ჯანგირაშვილი

საზოგადოებრივ მაუწყებელზე "სიძულვილის ენასთან" დაკავშირებით გამართულ დებატებს, კონკრეტული მინიშნებებით,...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ქონებას არასდროს გამოვკიდებივარ”

სააპელაციო სასამართლოში მის საქმეს და მიღებულ გადაწყვეტილებას, ემოციური შეფასებებით,...