კვირა, ივნისი 8, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ძალიან კარგი იქნება, რომ საქართველოში შეიქმნას ეროვნული თანხმობის...

“ძალიან კარგი იქნება, რომ საქართველოში შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო  დაუსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი  ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს ახალი სახალხო მოძრაობის იდეისა და ინიციატივების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლო განხორცილებასთან დაკავშირებით:

,,ძალიან კარგი იქნება, რომ საქართველოში შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა ვინაიდან და რადგანაც ამ შემთხვევაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას, პირველ რიგში – მმართველ ძალას, არ ექნება მონოპოლიური ურთიერთობა მართოს ქვეყანას და აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ სამართლებრივ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული დადებითად აისახებოდა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესზე, მაგრამ ერთია ვთქვათ იდეის არსებობა, თუნდაც თეორიულ დონეზე, მაგრამ მეორეა რამდენად შესაძლებელია პრაქტიკული განხორციელება?

ჩვენ ახლა კარგად ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ამ მიმართულებით დათმობაზე წასვლას – დათმოს ხელისუფლება, მინისტრთა პოსტების გარკვეული ნაწილი დაუთმოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. რეალურად, მეტად რთული პროცესია.

მე ასე მგონია, რომ იქ შესაძლებელი იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პროპორციული წესით ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ წმინდა პროპორციული წესით. როდესაც ვერც ერთი ძალა ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, მაშინ შესაძლებელია საუბარი კოალიციურ მთავრობაზე. კოალიციურ და ეროვნულ მთავრობას შორის გარკვეული მსგასება არსებობს. ეს იქნება შესაძლებელი. ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტები არსებობს კოალიციური მთვარობები ჩამოყალიბებულა. მაგალითად გერმანია, ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. საქართველოში ჯერ-ჯერობით რთულია ამ პროცესის პრაქტიკული განხორციელება, მაგრამ იდეა მისაღებია.

ხელისუფლებას მე ვურჩევდი შემდეგს – არ არის მთავარი, რომ კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას. მთავარია ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ თვითონ არ გამოიყენოს სიძულვილის ენა, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ჩვენ ვიცით ოპოზიცურ პარტიებზე, თუ როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა, იგივე პრემიერ-მინისტრის მხრიდან თუნდაც 2 დღით ადრე იმ პარლამენტის სხდომიდან, სადაც პრემიერი წარსდგა პარლამენტის წინაშე მოხსენებით. არსებობს გარკევული სიძულვილის ენა, თუნდაც იგივე სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიმართ, როგორი კრიტიკა ისმის. თუ ვთქვათ აკრიტიკებენ ხელისუფლებას ე.ი. აუცილებლად ,,ნაცმოძრაობის“ წევრები არიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მე პირადად მიმაჩნია, რომ აზრთა სხვადასხვაობა და პოლიტიკური პლურალიზმი არის მისაღება, მაგრამ ამავე დროს ეს უნდა მოხდეს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ფარგლებში. უნდა იყოს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის ჭიდილი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მომავალს. ამ შემთხვევაში სიძულვილის ენა არ უნდა არსებობდეს. თუნდაც იგივე, გამოჩნდა ახლა, როცა ირაკლი კობახიძე საუბრობდა სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომელმაც კონფრონტაცია გარკვეულწილად უნდა შეაჩეროს, მაგრამ მეორეს მხრივ – პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგაოებას რეგიონებში ,,ქართული ოცნება“ ახვედრებდა პარტიულ აქტივისტებს.

მე პირადად რუსთავში ვიყავი ერთ-ერთ შეხვედრაზე, ვარიგებდი ფლაერებს და დაგვხვდნენ ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ეს არ იყო გამონაკლისი, ეს იყო ყველგან. შეგნებულად აკეთებს ამას ხელისუფლება. პარტიამ უნდა მოუწოდოს თავის პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი აგიტაციის უფლება“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არჩევანი ცხადია ყოველთვის არის, ღირსეული არჩევანი კი ერთია” – გიორგი ბარამიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობას პოლიტიკური შეფასებებით,...

“მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე” – რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "მას შემდეგ...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” –...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...