პარასკევი, აპრილი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 02.07-04.07 პერიოდისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 02.07-04.07 პერიოდისთვის

1 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 2-4 ივლისისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში სახეზეა ლარის კურსის დასტაბილურება-გამყარების ტენდენცია. კერძოდ, ლარის კურსის შემდეგი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

28 ივნისი – 2.9349;
29 ივნისი – 2.9336;
30 ივნისი – 2.9289;
1 ივლისი – 2.9283.

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გამყარდა, 0.0206 და 1 აშშ დოლარი 2-4 ივლისს ეღირება 2.9077 ლარი.

ბოლო დღეებში, ევროსთან მიმართებაში ლარის კურსის ერთგვარი ნახტომისებური გამყარება შეინიშნება, კერძოდ წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

28 ივნისი – 3.1066;
29 ივნისი – 3.1040;
30 ივნისი – 3.0821;
1 ივლისი – 3.0504.

1 ივლისის ვაჭრობაზეც გამყარდა ეროვნული ვალუტა – 0.0101 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0403 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5108 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1736 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.9842 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7175 ლარი
1000 სომხური დრამი – 7.1618 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0304 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.3405 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.2509 ლარი
100 იაპონური იენი – 2.1480 ლარი

ბოლო პერიოდში ლარის არასტაბილური კურსი ფიქსირდება რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ბოლო ორ ვაჭრობაზე ლარი საგრძნობლად გამყარდა. კერძოდ, 100 რუსული რუბლი:

28 ივნისი – 5.4250;
29 ივნისი – 5.4929;
30 ივნისი – 5.6511;
1 ივლისი – 5.4223.

1 ივლისის ვაჭრობაზეც გამყარდა ლარი 0.1114 ლარით და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 5.3109 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 აპრილისთვის პერიოდისთვის

11 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...