შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით...

“3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე” – მიხეილ სააკაშვილი

სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ვრცელდება, სადაც იგი ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს და საზოგადოების მისამართით კონკრეტულ მოწოდებას აკეთებს:

როდესაც 2007 წელს ხალხი გამოვიდა, მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხალხი მასობრივად გამოვიდა ქუჩაში, მათ შორის ახალგაზრდობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით რეგიონის ლიდერები რეფორმებში, მშვიდად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადავაბარეთ ხელისუფლება. 2008 წელს, ქართული სახელმწიფოებრიობა ევროპელი ლიდერების თანადგომამაც გადაარჩინა.

ახლა კი, შეიძლება, უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ. დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ, რომლის ერთი ბინძური ჩექმა უკვე აწვება საქართველოს სხეულს. ხალხის ნების წინააღმდეგ წამსვლელები არიან ძალიან ცოტა და სუსტი, ხალხი კი ძალიან ბევრი და ძლიერია. სახელმწიფო აპარატის უმეტესი ნაწილი სწორ მხარესაა.

ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე. არავის დავუტოვოთ სამოქალაქო მშვიდობის შერყევის შანსიც კი, რათა ერთ დროს მოწინავე და ახლა მაჩანჩალა ქვეყანა, ისევ ლიდერად ვაქციოთ.

მე ვიჯექი სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას გვერდით, როდესაც მან წარმოთქვა თავისი ისტორიული ფრაზა. ახლა, როდესაც ყველაფერს, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა, წყალში გვიყრიან, მინდა გავიმეორო და განვავრცო ეს ფრაზა: ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ევროპელები, მაშასადამე მაგრები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი არჩევანის დაცვა!

როდესაც ბათუმს ვაშენებდით, ლაზიკას ვაპროექტებდით, სიღნაღს და ბევრ ადგილს ვქმნიდით, ყოველთვის მსურდა, რომ ყოფილიყო როგორც ევროპაშია. ჩვენ იმისთვის კი არ ვშრომობდით, რომ ჩვენს ქალაქებში ბინები რუსებს ეყიდათ და ქართველები მარწყვის საკრეფად გაეშვათ გერმანიაში. არამედ იმისთვის, რომ ამ ევროპულ გარემოში ჩვენ გვეცხოვრა ევროპულად.

ახლა დგება სიმართლის მომენტი. ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს. როგორც არასდროს, მჯერა ჩვენი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობის, სწორი განსჯის და ბრძოლისუნარიანობის.
ვარდების რევოლუციამ საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და ახლა, ჩვენ იქ ხელახლა უნდა დავბრუნდეთ.

3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე, რადგანაც საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტის და მისიის განცდით დავბრუნდი – ვყოფილიყავი ყველაზე საჭირო დროს ჩვენი ხალხის გვერდით.

ახალგაზრდობის დიდი იმედი მაქვს. ჩვენ ყველანი ხიდად უნდა გავეგოთ მათ, რათა ამ თავისუფალმა თაობამ, პირველ რიგში, სწორ ნაპირზე გადასვლა მოახერხოს.

დღეს ჩვენ ვართ ერთი პარტია. მას საქართველო ჰქვია. ამ პარტიის გამარჯვება იქნება თითოეული ქართველის გამარჯვება. ის ერთი ხელის გაწვდენაზეა.

იმედით აღსავსე ქართველი და ამაყი უკრაინელი, მიხეილ სააკაშვილი“, – ნათქვამია მე-3 პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ გიმართლებს ბაობაბებში, გაგიმართლებს კენგურუებში…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

“ატარეთ პირბადეები, რათა პოლიციელებმა თავიანთი არომატული ან სხვა – სპეციფიური სუნით, ზიანი არ მოგაყენოთ”...

გასული საუკუნის ერთ კომიკურ ამბავს იხსენებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა...

ბონდო მძინარაშვილი: “სიის პირველ ათეულში ყოფნას მეორე და მესამე ათეულში ყოფნა სჯობს… “თუ კაცი...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...