თელასის გაფრთხილება: 2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ რაიონსა და უბანში

22

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარი ტერიტორიას, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, გობრონიძის (ნაწილობრივ), ვეკუას, ნოზაძის, ქერჩის (ნაწილობრივ) და გმირ კურსანტთა ქუჩემის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები პუბლიკაციაზე