პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ჩვენი ხელისუფლების კრემლიდან მართვას, სანამ ქართველი ხალხი არ გასცემს ადეკვატურ პასუხს, ცხადია, კარს დაგვიხურავენ სამუდამოდ” – ლევან ხაბეიშვილი

,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ეზრუნა ამ 12 პუნქტის შესრულებაზე, ფაქტობრივად, ისინი აცხადებენ საბოტაჟს ამ მიმართულებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ 3 დეპუტატი, რომელიც გავიდა, ფაქტობრივად, ,,ალტ-ინფოს” რუსულ პატიას წარმოადგენს პარლამენტში და უფრო რადიკალური ვიქნებითო ევროკავშირის გალანძღვის დროს და დასავლელი პარტნიორების გინების დროსო.

როცა პოლარიზაციაზე საუბრობენ იმას კი არ ამბობენ, ცივილიზებული სამყაროს წარმოადგენლები, რომ ოპოზიციამ არ უნდა ილაპარაკოს – დაპირისპირება არ უნდა იყოს.

ვინ აკეთებს ამ დაპირისპირებას? – ,, ქართული ოცნება”.

ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ჩვენი ხელისუფლების კრემლიდან მართვას და სანამ ქართველი ხალხი არ გასცემს ადეკვატურ პასუხს, ცხადია, კარს დაგვიხურავენ სამუდამოდ. ეს, რომ არ მოხდეს ძალიან ბევრი უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული