spot_img
მთავარისხვადასხვაფიზიკური ანგარიშსწორება "ქართული ოცნების" პოლიტიკური დიაგნოზია, სტუდენტებთან მარცხდება...

ფიზიკური ანგარიშსწორება “ქართული ოცნების” პოლიტიკური დიაგნოზია, სტუდენტებთან მარცხდება ყველა პოლიტიკური ჯგუფი და ეს “ოცნების” განაჩენია – ნანა ტოხვაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ეხმაურება. ტოხვაძის აზრით „ქართულ ოცნებას“ ეს ფაქტი ძვირად დაუჯდება და ეს ქმედება მათთვის განაჩენი გახდება:

დღევანდელი ინციდენტი და სტუდენტებზე თავდასხმის საზარელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია სისტემის ლპობის.

#შინევროპისკენ კამპანიაში ჩართულ სტუდენტებზე ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დიაგნოზია. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია სრულად გამოიფიტა და თავი ამოწურა სახელმწიფოს მმართველობაში.

იმ საზოგადოებაში, სადაც მოქალაქეთა 85% პროევროპულია სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი ძვირი დაუჯდება მმართველ გუნდს. ჯერ საქართველოში არავის გაუმარჯვია ახალგაზრდებზე. სტუდენტებთან მარცხდება ყველა პოლიტიკური ჯგუფი და ეს ოცნების განაჩენია”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...