spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითამარ ჩერგოლეიშვილმა განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაურით დაამახინჯა ჩემი...

თამარ ჩერგოლეიშვილმა განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაურით დაამახინჯა ჩემი ინტერვიუს ფრაგმენტი – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოთქმული მოსაზრების დამახინჯებაში სდებს ბრალს “ტაბულას” დამფუძნებელს:

ტაბულას დამფუძნებელმა ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, სამწუხაროდ, განზრახ შეცდომაში შემყვანი (misleading) სათაურით (მხედველობაშია პუბლიკაცია სათაურით – “მე მიღირს, ივანიშვილის მონოპოლია პრორუსულ პარტიებთან ერთად დავამარცხო”, რედ.) დაამახინჯა ჩემი ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუს ფრაგმენტი დიანა ტრაპაიძესთან (იმ გათვლით, რომ მკითხველი მასიურად ძირითადად სათაურებს ეცნობა).

ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ცდილობდა საკუთარი პოსტებით (პირადი სივრცეა და მისი საქმეა) გაევრცელებინა სიყალბე და როცა თემა ვერ აწია ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტის იგნორირებით ინტერვიუს განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური დაურთო. ეს ძალიან იაფფასიანი პროვოკაციაა.

ჩემთვის როგორც ტაბულას გულშემატკივარისა და აქტიური მკითხველისთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ტაბულას კოლექტივი გამოირჩევა ქართულ მედიაში თავის მაღალი სტანდარტებით. ამ ფონზე ათმაგად დასანანია როცა გამოცემის მფლობელი პარტიაზე პირადი ძალაუფლების მოპოვებისთვის ასეთ უმსგავსო ხერხს მიმართავს. ცხადია მისი მცდელობა უშედეგოა.

სამწუხაროდ, ტაბულას დამფუძნებელი ქალბატონი თამარი ხშირად საუბრობს პარტია “ევროპული საქართველოს” სახელით, ცდილობს დაარწმუნოს (საკმაოდ წარმატებით) მკითხველი, რომ ის რამეს წყვეტს პარტიაში. მინდა გითხრათ, რომ მის გამონათქვამებს, პოსტებს და საჯარო გამოსვლებს არანაირი კავშირი არ აქვს “ევროპულ საქართველოსთან”, მეტიც უმეტეს შემთხვევაში პარტიისთვის ზიანის მომტანია.

პ.ს. პუბლიკაციაში მოტანილია ციტატა, რომელიც უფრო გასაგებად წარმოაჩენს ჩემს სიტყვებს. თემის სრულად აღსაქმელად შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ინტერვიუ დიანა ტრაპაიძესთან. ფრაზა “მე მიღირს” საერთოდ ქალბატონი თამარის ფანტაზიის ნაყოფია. ზოგადად, ჩემი წარმოჩენა რუსოფილად ძალიან ბრიყვული და განწირული მცდელობაა. დიანასთან საუბარი იყო იმ ჰიპოტეტულ სიტუაციაზე, როცა ვერც ოცნება ქმნის მთავრობას და პროდასავლურ ოპოზიციასაც ხმები აკლია. ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ? დარჩეს ივანიშვილი ხელისუფლებაში, თუ მოლდოვეთის მსგავსად ვიმოქმედოთ?! ოცნების და მისი სატელიტების ნამსხვრევები არ ჩავრთოთ საქმეში და ქვეყანა სამთავრობო კრიზისისთვის გავწიროთ? სადაც ისევ ივანიშვილი და რუსები იხეირებენ? ეს პოლიტიკური დისკუსიის საკითხებია და ამაზე კიდევ ბევრს ვიმსჯელებთ. ისე, სხვათაშორის, ბებია მყავდა რუსი და სხვა დროს სიყალბის მოგონებაში შეიძლება ვინმეს გამოადგეს😂

პ.პ.ს. მადლობა ტაბულას ჟურნალისტებს, რომ ჩემი გამხდარი ფოტოს დადება მაინც მოხერხდა. ალბათ შემდეგში შესაძლოა “ქაჩალი, მსუქანი და ლუზერიც” ვიყო. არაუშავს, რა გაეწყობა. ასეთია ცხოვრება😍

“სასურველი არ არის და მინდა, რომ გამოვრიცხო პრორუსული პარტიები ამ საქმეში, მაგრამ მოლდავეთში სამი თვის წინ პროევროპული მთავრობა მივიღეთ მათ შორის პრორუსული პარტიის მხარდაჭერით, იმისთვის, რომ პლახოტნიუკის ოლიგარქიული მთავრობა დამსხვრეულიყო,” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...