ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“მათი გამოყოფის მიზეზი ივანიშვილის შიშისა და ისტერიის სპირალში შესვლაა” – ნიკა გვარამია

პარლამენტის დეპუტატების – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვებას რუსთავის საპატიმროდან ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

ფრაქცია “ფარდას ავხდით” შექმნასთან დაკავშირებით:

თავს არ შეგაწყენთ ჭეშმარიტების მტკიცებით, რომ ეს ხალხი ივანიშვილის რადიკალური პლატფორმაა. მთავარი ჩემთვის მათი გამოყოფის მიზეზია. მიზეზი კი ივანიშვილის შიშისა და ისტერიის სპირალში შესვლაა. ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და, განსაკუთრებით, უკრაინის პოლიტიკური ელიტის უბინძურესი “მხილებით”.

ივანიშვილის უმრავლესობას ბზარები უჩნდება და ამ ჯგუფის მთავარი სადამსჯელო მისია იქნება იმ თანაგუნდელების საჯარო მხილება და შანტაჟი, ვინც ოცნებიდან გასვლას დაიწყებს.

ამბავი, მონაწილეების ოდიოზურობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოა, მაგრამ სიმპტომი – უკიდურესად ყურადსაღები და სასიხარულო“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული