კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ჩვენ უკვე გავგზავნეთ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უკანონო ფარულ...

“ჩვენ უკვე გავგზავნეთ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უკანონო ფარულ მოსმენებსა და მიყურადებებთან დაკავშირებით” – ნიკა სიმონიშვილი

დღეს, “ღია საზოგადოების ფონდის” ოფისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ქვეშ მყოფი იურისტების და სამოქალაქო აქტივისტების საქმეზე, პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე განმარტებები გააკეთა ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა და განაცხადა, რომ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმის მთავარი მიზანი არის კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტებთან შეუსაბამობის გასაჩივრება:

,,ჩვენ და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ,,საერთაშორისო გამჭვივალობა საქართველომ“ უკვე გავგზავნეთ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უკანონო ფარულ მოსმენებსა და მიყურადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს.

ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა პარტნიორი ორგანიზაციებიც მომდევნო დღეებში გაგზავნიან სხვა საქმეებს.

ამას რატომ ვაკეთებთ? – ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საგამოძიებო ორგანოები უბრალოდ არაფერს არ აკეთებენ ამ საქმეების გამოსაძიებლად. არაფერს აკეთებენ და მეტიც – აი, ამ უმოქმედობით ხელს უწყობენ იმას, რომ კიდევ გაგრძელდეს უკანონო ფარული მოსმენები-მიყურადებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც ვნახეთ. კიდევ რამდენი შეიძლება იყოს ეს კიდევ არ ვიცით?!

სამწუხაროა, მაგრამ მართლმსაჯულების სისტემის არცერთი რგოლი არ არის ასეთ შემთხვევებთან მიმართებით ხოლმე ეფექტური. არა მარტო ასეთ საქმეებზე, არამედ სხვა პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეეზე ხელისუფლებისთვის, იმაზე, სადაც ხელისუფლებას უბრალოდ აწყობს, რომ დანაშაულები დარჩეს გამოუძიებელი და ამაზე იყოს, რა თქმა უნდა, სრული უმოქმედობა.

აქ ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩა გარდა იმისა, რომ მიგვემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის. იმიტომ, რომ პროკურატურის სისტემა როგორც ასევე – სასამართლო, აქ არის არა მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოზეც ფაქტობრივად საუბარი. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია ის ნორმები, რომლებიც იძლევა უკანონოდ ფარული მიყურადების განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ წლების განმავლობაში არ რეაგირებს ამ ყველაფერზე.

ჩვენ, ასეთ საქმეებთან მიმართებით, არ გვრჩება გზა გარდა ერთისა, რომ მივმართოთ უკვე ქვეყნის გარეთ ინსტანციებს – ეს არის სტრასბურგის სასამართლო“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...