spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიდავით ჯანდიერი: "ჩვენ ველით იმას, რომ აღნიშნულ საქმეს...

დავით ჯანდიერი: “ჩვენ ველით იმას, რომ აღნიშნულ საქმეს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და ქართული კანონმდებლობა შეიცვლება”

2022 წლის 28 ივნისს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა იურისტმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა:

,,როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გასულ წელს, 1 აგვისტოს და შემდეგ 13 სექტემბერს გავრცელდა სუს-ის კრებსები, რომლებიც ასახავს უფლებადამცველების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პირადი და საქმიანი საუბრის შესახებ ჩანაწერებს.

აღნიშნულის შემდეგ არაერთმა ადამიანმა ამოიცნო საკუთარი თავი და მიმართა გამოძიებას იმისთვის, რომ ეფექტიანი გამოძიება ჩატარებულიყო. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საგამოძიებო ორგანიზაციების მხრიდან არავითარი ინდიკაცია არ არსებობს გამოძიების პროგრესის შესახებ. პროკურატურა და სასამართლო მუდმივად უარს ეუბნება ამ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

გუშინ ,,საია“-მ და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, ფონდი ,,ღია საზოგაოების“ მხარდაჭერით, გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პირველი საჩივრები გააგზავნა.

საკითხი 2 მიმართულებით არის დაყენებული:

1. ქართული კანონმდებლობის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობა, მოსმენებთან დაკავშირებით;

2. არაეფექტიანი გამოძიება, რომელსაც ჰქონდა ადგილი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში.

თქვენ გახსოვთ, რომ 18 მაისსაც ჩავატარეთ პრესკონფერენცია, მივმართეთ გენერალურ პროკურორს შეხვედრის თაობაზე და ასევე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების თაობაზე. თუმცა, ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

ჩვენ ველით იმას, რომ აღნიშნულ საქმეს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და ქართული კანონმდებლობა შეიცვლება – ერთის მხრივ, მეორეს მხრივ – ექნება გავლენა იმ საქმეებზე და საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმას, რომ გამოძიებული იქნას საქმეები, რომლის თაობაზეც არაერთმა განმცხადებელმა მიმართა საგამოძიებო ორგანოებს.

საჩივარს რაც შეეხება – საჩივარში ასევე არის მოთხოვნა დაყენებული, რომ სასამართლომ ე.წ. ,,IMPACT CASE” სტატუსი მიანიჭოს, ანუ ეს არის გადაწყვეტილებები, საქმეები, რომლებიც აქვთ გავლენა სხვა ტიპის საქმეებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არის მრავლობითი საქმეები, რომელიც ასახავს არა ერთი მომჩივნის მდგომარეობას და ასევე, უკავშირდება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევას კონვენციის წევრ სახელმწიფოში და მნიშვნელობა აქვს კონვენციის სისტემისთვის“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ინფორმაციისთვის: საჩივარში დასმული პრობლემები ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აისახა, სადაც პარლამენტი, სხვა მოთხოვნათა შორის, ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...