spot_img
მთავარისხვადასხვა"ეს არის საერთაშორისო დონის სკანდალი, ამიტომ დღესვე უნდა...

“ეს არის საერთაშორისო დონის სკანდალი, ამიტომ დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ” – რომან გოცირიძე

რუსული სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი ,,ESEN KA” ბათუმის პორტში შემოვიდა. ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური შეფასება გააკეთა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა რომან გოცირიძემ:

,,ეს არის საერთაშორისო დონის სკანდალი. ამიტომ დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ. რა ხდებოდა? რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა საქართველოში ტვირთი?

ის ახსნა, რომ თურმე ტანკერი უნდა შემოსულიყო ბათუმში, უნდა დაცლილიყო – 1 საათია ხოფამდე და ტრაპზონის პორტამდე. რა საჭირო იყო ბათუმში შენახვის რეჟიმში ტერმინალში ამ ნავთობის ჩასხმა?!

ალბათ საჭირო იყო, რომ ნავთობის შერევა მომხდარიყო და შემდეგ როგორც ყაზახური ან სხვა ქვეყნის ნავთობი გაიყიდებოდა ევროპის ბაზრებზე.

უნდა იქნას შესწავლილი, დაუყოვნებლივ – ეს იყო პირველი შემთხვევა თუ მას ჰქონდა რეგულარული ხასიათი?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...