საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2021-2022 სეზონის ჩემპიონატი „თელასი ჯორჯიანსი”-ს გამარჯვებით დასრულდა.
„თელასი ჯორჯიანსი”-ს ფეხბურთელები ჩემპიონატის გამარჯვებულები უკვე მეოთხედ გახდნენ და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ.
ამასთან ერთად პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ჩემპიონის ტიტულთან ერთად „თელასი ჯორჯიანსი” ფუტსალის თასის მფლობელიც გახდა. გუნდის წევრებმა ჩემპიონატის რამდენიმე ნომინაციაშიც გაიმარჯვეს: საუკეთესო მცველი – შოთა თოფურია, საუკეთესო თავდამსხმელი – დავით ხეჩიკაშვილი, საუკეთესო მოთამაშე – ვახტანგ კეკელია.
საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 23 ივნისს დასრულდა. ფინალში „თელასი ჯორჯიანსი”-ს ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გუნდი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ დაამარცხეს.
ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 10 გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ივლისის დასაწყისში უეფა ჩაატარებს კენჭისყრას, სადაც გაირკვევა „თელასი ჯორჯიანსი”-ს სავარაუდო მეტოქე.