კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურმა თავდასხმამ ჩემზე გამოიწვია საკმაოდ დიდი...

“ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურმა თავდასხმამ ჩემზე გამოიწვია საკმაოდ დიდი საერთაშორისო რეზონანსი, ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ის ცილისწამება” – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ:

,,ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურმა თავდასხმამ ჩემზე გამოიწვია საკმაოდ დიდი საერთაშორისო რეზონანსი. თქვენ ნახეთ, რომ ევროპარლამენტარები იმავე დღეს გამოეხმაურნენ მას. დამიკავშირდნენ სხვად სხვა ქვეყნის საელჩოები ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ, რომ მათ მიაჩნიათ მსგავსი მოწოდება – ეს არის მოწოდება ძალადობისკენ რეალურად!

მე, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვფიქრობდი სარჩელის შეტანას. იმიტომ, რომ არ მაქვს, ცხადია, არანაირი მოლოდინი, რომ ივანიშვილის სასამართლო რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს სამართლის მიხედვით, მაგრამ ეს იყო რჩევა ჩვენი უცხოელი პარტნიორების, რომ მაინც იქნებოდა სწორი, რომ მე შესაბამისი სამართლებრივი გზით ვიმოქმედო ამ შემთხვევაში.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კობახიძემ, მმართელი პარტიის თავმჯდომარემ, დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ის ცილისწამება – მე გადავწყვიტე, რომ გავითვალისწინო ეს რჩევა. შესაბამისად, შევიტან უკვე მომავალ კვირას ოფიციალურად ცილისწამებისთვის სარჩელს სასამართლოში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთვარობის ანგარიშის წარდგენის დროს პარტია ,,ლელოს“ წევრს სალომე სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა და აცხადებდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერი ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროპელ პარტნიორებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების თაობაზე. ანალოგიური განცხადება გაავრცელა მოგვიანებით ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...