spot_img
მთავარისხვადასხვა"პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ...

“პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს, ასრულებენ ამ პოლიტიკურ დავალებას” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე შეფასებებს აკეთებს საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში, აცხადებს, რომ ეს უწყება ბიძინა ივანიშვილის საყრდენია:

,,დღეს მინდა, კიდევ ერთი საყრდენის, პროკურატურის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

ამ სისტემის, მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელზეც ვისაუბრე მე უკვე პატარა ოლიგარქებთან ერთად.

იმიტომ, რომ ეს არის ერთის მხრივ ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, არის მიახლოებული ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორეს მხრივ, მისი მთავარი “დამსახურება” ბიძინა ივანიშვილთან – ეს არის პროკურატურის კონტროლი.

პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს, ასრულებენ ამ პოლიტიკურ დავალებას.

ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ღირსეული ადამიანები ასრულებდნენ, ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...