spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამას ვწერ საჯარო მოხელეების და უპირველეს ყოვლისა ძალოვანი...

“ამას ვწერ საჯარო მოხელეების და უპირველეს ყოვლისა ძალოვანი სისტემისთვის” – გია ხუხაშვილი

მთავრობის მეთაურის კონკრეტულ განცხადებას ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და მწვავე შეფასებას აძლევს მას:

ცეცხლითა და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მშვიდობას” – ეს მუქარა იყო ნათქვამი ზუსტად იმ ქვეყნის და ხალხის მიმართ, რომლის არჩევანის რეალიზაციაც ამის მთქმელმა ჩააფლავა და რომელიც ახლა ამას აპროტესტებს.

შესაბამისად, ამ გზავნილში სიტყვები “ქვეყანა” და “ხალხი” არა თუ უადგილოა, არამედ პარადოქსალურ სახეს ატარებს და ამიტომ ისინი უნდა ჩანაცვლდეს სიტყვებით “სისტემას” და “საკუთარ ძალაუფლებას”.

ასეთი მუქარა დამახასიათებელია მხოლოდ კედელთან მიყენებული, შეშინებული, აფექტური და შესაბამისად განსაკუთრებით საშიში დიქტატორების, მათი “ავატარების”, ან პაროდიებისთვის.

ამას ვწერ საჯარო მოხელეების და უპირველეს ყოვლისა ძალოვანი სისტემისთვის.

მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ემსახურებიან ქართულ სახელმწიფოს და არა კონკრეტულ ხელისუფალს.

მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს დანაშაულებრივი ბრძანებები, რომლის შესრულებაზეც ადრე თუ გვიან პასუხისმგებლობის დადგომა გარდაუვალია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის: პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შემაჯამებელ სიტყვაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას, მახვილით და ცეცხლითაც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას და ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გეოპოლიტიკა: აზერბაიჯანის გაძლიერებული როლი და საქართველოს სტრატეგიული არჩევანი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში ყოველთვის ყურადსაღები მოვლენაა...

“მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის...

„გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება“,...

“ეს პარაზიტი ენერგოვამპირები ანგრევენ ენერგეტიკულ სექტორს და მთავარ როლს თამაშობენ ტარიფების ზრდაში” – რომან...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე კრიპტოსაწარმოების ბიზნესს ეწინააღმდეგება...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...