spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა აქუბარდია - გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ „NATO”-ს...

თეონა აქუბარდია – გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ „NATO”-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ „NATO”-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და “NATO”-ში”

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ თითქმის ერთი ასაკის ვართ, მე დღევანდელმა თქვენმა გამოსვლამ, როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ უკეთესები ვართ არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე, არამედ ევროპულ ქვეყნებზეც, გამახსენა ხრუშოვის 57 წელს გამოსვლის ლოზუნგი, როდესაც ის ამბობდა „დავეწიოთ და გავასწროთ ჩამორჩენილ კაპიტალისტურ ქვეყნებს“, სწორედ ამ საბჭოური ლოზუნგის სტილში გქონდათ თქვენ დღევანდელი გამოსვლა.

იმ პროგრამაში, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ დღეს სიტყვა არ გიხსენებიათ, უკვე რიგით მეორე საანგარიშო წელია გვპირდებით, რომ მუშაობას დაიწყებთ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე და კარგად იცით, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხედ არის შეფასებული, თუმცა აბოლუტურად რუსული დეზინფორმაციის სტილში გქონდათ გუშინ ყატარში გაკეთებული განცხადება: „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ „NATO”-ს წევრები“, ამის შემდეგ თქვენ აპელირებას აცხადებთ, რომ ეს არის „NATO”-ს პოზიცია. შესაბამისად, მე გეკითხებით, როდესაც კონსტიტუციაში თქვენმა გუნდმა ჩაწერა, რომ „NATO” და „EU” არის ქვეყნის არჩევანი, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისთვის რომ გავხდეთ „NATO”-ს და „EU”-ს წევრები, არის თუ არა თქვენი განცხადება იმ კურსის მაჩვენებელი, რომელიც „NATO”-ზე უარს ნიშნავს, ისევე როგორც „EU”-თან მიმართებაში?!

გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ „NATO”-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ „NATO”-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში?!

ასევე გეკითხებით, თუ რა გეგმა გაქვთ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერებულა და კიდევ უფრო ძლიერდება?!

ამ გზავნილებით აპირებთ იმ წინა პირობების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა?!

თუ აპირებთ, რომ ტყუილი გამარჯვებებით კვებოთ ხალხი და ქვეყანა წაიყვანოთ უფრო ღრმად რუსეთისკენ?!“ – ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი...

დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებთან დაკავშირებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...

“თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა ომი ახლო აღმოსავლეთში” – ზურაბ ბატიაშვილი

ზურაბ ბატიაშვილი კონკრეტულ ანალიტიკურ განმარტებებს და მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...